კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება - ტიკარაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდისდეფიციტი არ არსებობს, კოვიდის მართვის პროცესში კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კლინიკები ჩაერთვნენ. ეკატერინე ტიკარაძისთქმით, დღეის მდგომარეობით 4392 საწოლია მობილიზებული. ''ამ ეტაპისთვის კოვიდ საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის და დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში.თბილისშიშემდეგ დღეებში 4 კლინიკა ჩაერთვება, შიდა ქართლში დღეიდან სამი საავადმყოფო, იმერეთშიც სამი. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდისდეფიციტი არსებობს. მკურნალობის დროსასევე ვიყენებთ სასტუმრო სივრცეს დაიქედან გამომდინარე, რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდებაამ თემაზე დაპაციენტებიც ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმროში გადაყვანასთან დაკავშირებითმინდა ვთქვა შემდეგი: სასტუმროს სივრცეში არიან მობილიზებულები ექიმებისა და ექთნებისბრიგადები, მათთან მონიტორინგს და მკურნალობას გააგრძელებენ ისევე, როგორც ეს ხდება კლინიკების სივრცეში. აქ განთავსდებიან ის პაციენტები, რომლებთანაც რისკი მინიმალურია. სახლში მკურნალობას გადის 6544 ადამიანი. აქაც მნიშვნელოვანიცვლილება განხორციელდება. დღემდე არსებული 17 კლინიკას, რომელიც თბილისის მასშტაბითმონაწილეობდა პაციენტების მონიტორინგში, დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა. უბნების მიხედვითდაფარულია 780 000 მოქალაქე. კვირის ბოლომდე ყველა ჯანდაცვის ობიექტი, თბილისის და რეგიონების მიმართულებითაც იქნებიან ჩართულები ამ პროგრამაში'' - განაცხადა მინისტრმა.