დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 20 018 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 018 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 397 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 1 073 882 შემთხვევა გამოვლინდა, 47 250 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.