გორში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
Gori Daily
გორში, 28 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. იგი საკუთარმა მეუღლემ ნახა, ვისთან ერთადაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების მიზეზი, თუმცა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული, მაგრამ ცნობილია, რომ გარდაცვლის ქრონიკული დაავადება, კერძოდ თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და დიალიზს საჭიროებდა.
თავად გოგონას ოჯახი, მის გარდაცვალებაში, ქმარს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გოგონას კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, აასევე მას აღენიშნება ძალადობის ნიშნები და გამქრალია მისი პირადი ძვირფასეულობა.
გარდდაცვლილს 4 წლის შვილი დარჩა.
#კრიმინალი
#გორი
#goridaily