თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა ვატიკანში, "სიქსტის კაპელაში"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

26 ივნისს ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ კონცერტში გამართა თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა. კონცერტს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ასევე საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი. ეს იყო „სიქსტის კაპელაში“ საქართველოს წარმომადგენლების პირველი კონცერტი, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და რომის პაპს, ფრანცისკეს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. სამების ტაძრის გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31916003.html

Source: radiotavisupleba.ge