Ენტონი ფაუჩი: აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლისთვის დაუბრუნდება

Tbilisi Daily

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხაფებით, აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ მოხერხდება. „მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე თვეში გვექნება, ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. ემნტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური ზარალის შიშმა გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას. „როდესაც ჩვენ ვცდილობდით კვლავ გაგვეხსნა ეკონომიკა, დებორა ბირქსთან ერთად სახელმძღვანელო პრინციპები შევადგინეთ, რომლის თანახმად, საჭირო იყო ქვეყნის უსაფრთხოდ და გონივრულად გახსნა. ყველას რომ ეს ერთნაირად გაეკეთებინა, არა მგონია, რომ იმ მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომელშიც ახლა ვართ“, - დასძინა მან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 8 778 680 შემთხვევა გამოვლინდა, 226 711 ადამიანი კი გარდაიცვალა.