უფლებადამცველი ჯგუფი: სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა ირანში გამოსვლების დროს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა - იუწყება უფლებადამცველი ჯგუფი.
როგორც ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ 25 სექტემბერს განაცხადა, იმის გამო, რომ მთავრობა ირანში ინტერნეტს ახშობს, რთულია დადასტურება ბევრი ცნობისა დემონსტრანტების სიკვდილის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით მსხვერპლის რაოდენობა 41 ადამიანია.
ანტისამთავრობი გამოსვლები ირანში 10 ღამეა გრძელდება, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის გულის შეტევით დაიღუპა, მაგრამ ქალის ნათესავები და უფლებადამცველი ჯგუფები ამას უარყოფენ - ამბობენ, რომ ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო და აცხადებენ, რომ მას პოლიციაში სცემეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32052765.html
Source: radiotavisupleba.ge