სენაკში ავარიის შედეგად პოლიციელი დაშავდა

Zugdidi Daily

სენაკში, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი პატრულ-ინსპექტორი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.