ურთის მისტიური მთა სამეგრელო - ზემო სვანეთში.
Zugdidi Daily
ურთის მისტიური მთა სამეგრელო - ზემო სვანეთში.
ურთის მთა განმარტოებული მაღლობია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთშო,ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიმაღლე 446 მეტრია.
ურთას მისტიურ მთაზე უამრავი მნიშვნელოვანი, საიდუმლოებებით მოცული ადგილებია. მათგან ზოგი შესწვლილია, ზოგი შეუსწავლელი. ეს ადგილებია: ნაბერაყუ, ჯეგეთა, კრომლეხი, ჭიხუ, ჯახეთი, გოგრე და ა.შ. შეუსწავლელი ადგილების შესწავლა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან ურთა, ეს არის ადგილი, რომელიც შეიძლება ინახავდეს ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ისტორიაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს.
მეტად საინტერესოა ურთას მთაზე შემორჩენილი, მე-17 საუკუნის ჯეგეთას წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები. რომელიც ყურადღებას მასზე არსებული ლაპიდარული წარწერებითა და ლეგენდებით იპყრობს. ასევე, ეკლესიის დასავლეთ კარის არქტავის ქვაზე არსებული 11 სტრიქონიანი წარწერა, რომელიც ინფორამციას იძლევა ტაძრის აშენების თარიღზე,
ურთის მთა იმდენად საინტერესო და ბუნდოვანია, რომ მასზე არსებული ადგილების დანიშნულებას ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან.
მთის ფერდობზე არსებული სამი გამოქვაბულიდან ერთი ხელოვნურია, დანარჩენი ორი კი ბუნებრივი. ეს ისეთი ძეგლებია,, რომლის ცნობადობის ამაღლება და პირველხარისხოვან ტურისტულ მარშუტებში ჩართვა აუცილებლად უნდა მოხდეს.
არსებობს მოსაზრება, რომ ათასწლეულების წინ შავი ზღვის სანაპირო ურთას მთა იყო, ამას ადასტურებს ჯეგეთას მონასტერთან ნაპოვნი ჯაჭვი, რომელითაც გემებს ნავსადგურში აბამდნენ.
ტერიტორიის ბოლომდე შესწავლა აუცილებლად უნდა მოხდეს, თუმცა ამისთვსის არც თუ ისე მცირე ფინანსებია საჭირო. სამეცნიერო საზოგადოება "პრომეთეოსის" წარმომადგენლები საკუთარი სახსრებით ცდილობენ გარკვეული ადგილების გაწმენდას არქეოლოგიური გათხრების დასაწყებად.
#ურთა
#ურთისმთა
#მისტიურიმთა
#პრომეთეოსი
#არქეოლოგიურიგათხრები
#გამოქვაბულები
#zugdididaily