დიღმელაშვილი: 1 ღამე გავათენოთ აქ, მერე შეიძლება ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"შინ ევროპაში" საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს, ეს ღამე იქ გაათენონ. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ითხოვდა მათთვის გაეცნოთ სამომავლო გეგმები.
"გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს. ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ, აი, ხვალ დილით, ხომ არის ეროვნული გამოცდები, ხოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - დავრჩეთ აქ დილამდე, გავათენოთ ღამე და გზაში გეტყვით, როგორ მივაღწევთ შედეგს.
შეგიქმნით ყველა კომპფორტს, რომ თქვენი აქ ყოფნა ღამე იყოს მაქსიმალურად გადასატანი. მაგრამ მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მერე შეიძლება ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31927140.html
Source: radiotavisupleba.ge