პირველი თებერვლიდან ბათუმში და კიდევ რამდენიმე ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ბათუმსა და კიდევ 4 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები.
'ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ვინაიდან გარკვეულ რეგიონებში გვაქვს სიტუაციის შემსუბუქების ნიშნებიშეგვიძლია, რომ წერტილოვანი შეზღუდვებიც შევამსუბუქოდ. დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავშიაღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი პირველი მარტიდან'-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.