BBC-ის გამოკითხვით ტრამპი ბაიდენს 7%-ით ჩამორჩება

Tbilisi Daily

BBC-ის მიერ მომზადებული წინასწარი გამოკითხვის შედეგების თანახმად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ს ფლობს, ხოლო მისი მოწინააღმდეგეს, აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტსა და "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატ დონალდ ტრამპს ხმების 47% აქვს. კვლევაში, რომელიც 18 სექტემბრით თარიღდება 14 შტატის მონაცემებია შესული. ჯო ბაიდენი 11 შტატში ლიდერობს, ხოლო ტეხასის, აიოვასა და ჯორჯიის შტატები მხარს ტრამპს უჭერენ. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.