NDI: ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება — 33%. არასწორი მიმართულებით — 38%
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად საქართველოში 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 5% ით მეტი - ანუ 38% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 2020 წლის სექტემბერში 32% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 39% კი ფიქრობდა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.
მათგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 67%-ი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, 65% კი საწინააღმდეგოს ფიქრობს. მათი 18% კი, ვინც არ ახელებს რომელი პარტიის მხარდამჭერია, თვლის რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. 42% კი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. სექტემბრის შემდეგ 3%-ითაა შემცირებული იმ ხალხის რაოდენობა ვინც თვლიდა რომ საქართველოში დემოკრატიაა.
კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდი" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31067479.html
#ახალი_ამბები
#twitter