ზიდანმა ჩემი წარმოდგენა ფეხბურთზე შეცვალა - ანჩელოტი
Headline Sport
კარლო ანჩელოტიმ Sky Sports-თან ინტერვიუს დროს გაიხსენა იუვენტუსში გატარებული პერიოდი ზინედინ ზიდანთან, როგორც ფეხბურთელთან ურთიერთობა და როგორ იმოქმედა ფრანგმა გამთამაშებელმა იტალიელის საფეხბურთო ფილოსოფიაზე.
იტალიელი სპეციალისტი იხსენებს თუ როგორ შეცვალა გუნდის ტაქტიკა იმისთვის, რომ ზიდანი სასტარტო თერთმეტეულში ჩამჯდარიყო.
"როდესაც გუნდში ზიდანი მყავდა, მე ვცადე გუნდის სქემაზე ჩემი ხედვები შემეცვალა. ის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა და გუნდი სხვა ტაქტიკით მეთამაშებინა.
პირველ წელს იუვეში, 3-4-1-2 ტაქტიკით ვთამაშობდით, 2 ფორვარდი წინ, დელ პიერო და პიპო ინძაგი და მათ უკან ზიდანი იდგა.
მეორე წელს, 4 მცველით ვთამაშობდით, თუმცა 2 თავდამსხმელი დავტოვე და 10 ნომრის პოზიციაზე ისევ ზიდანი იდგა. იუვენტუსში მუშაობის დაწყებამდე ძალიან ფოკუსირებული ვიყავი 4-4-2 ტაქტიკაზე, თუმცა ზიზუსთან მუშაობის შემდეგ, მე შევიცვალე.
ჩემი მიზანი იყო, მისთვის იდეალური პოზიცია შემერჩია და მინდორზე მისთვის მაქსიმალური კომფორტი შემექმნა." - კარლო ანჩელოტი.
#headlinesport
#sport
#football
#ancelotti
#zidane
#throwback
#legend
#juventus