საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.