რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო
Sokhumi Daily
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში კავკასია 2020-ის ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წვრთნებში 1 500-ზე მეტი სამხედრო, 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა და ავიაციაა ჩართული. წვრთნები მთებში და ზღვის პირას გაიმართება.
კავკასია 2020-ის მასშტაბური წვრთნები 21-26 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე შავი და კასპიის ზღვების აკვატორიაში ჩატარდება. წვრთნებში მიწვეული არიან სომხეთის, ბელარუსი, ჩინეთი, მიანმარი და პაკისტანი. აზერბაიჯანი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და შრი-ლანკა წვრთნებში დამკვირვებლების როლში იქნებიან.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სულ 80 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზება იგეგმება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #ბაზა #სამხედრობაზა #რუსეთი #აფხაზეთში #წვრთნები