რატომ მოკლა გორელმა ქირურგმა ძაღლი?
Gori Daily
გორში ექიმმა ძაღლი მოკლა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფეიბუქზე მოკლული ძაღლის ფოტოც ატვირთა.
მომხდარს გორის პოლიციაც ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც ძაღლი მოკლა, გამოკითხვაზე იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმს ძაღლის მოკვლის გამო, მეზობლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, თუმცა შსს-ში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აცხადებენ რომ მომხდარის გამო გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია) მიხედვით მიმდინარეობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#მკვლელობა
#goridaily
#ახალიამბები