პადრემ მრევლი სათამაშო წყლის თოფით აკურთხა

Tbilisi Daily

დეტროიტში პადრემ ტიმ პელკიმ მრევლი სათამაშო წყლის თოფით აკურთხა და სავალდებულო სოციალური დისტანცია ასე დაიცვა. როგორც კათოლიკე მოძღვარი ამბობს, მაქსიმალურად იშვიათად იყენებს სოციალურ ქსელებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი სურათები ვირუსულად გავრცელდა, სასულიერო პირს ამის თავიდან არიდება გაუჭირდა. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ პადრე კორონავირუსის პანდემიის გამო პირბადესა და დამცავ ფარს ატარებს, მრევლს კი ნაკურთხ წყალს სათამაშო თოფით ასხამს. "ამ სურათებმა ვატიკანამდეც კი ჩააღწია, რამაც ცოტა შემაშფოთა, მაგრამ საყვედური ჯერ არ მიმიღია", - ამბობს ტიმ პელკი. დეტროიტში გამართულ საკვირაო მესაზე მოძღვარს რეზინის ხელთათმანებიც ეცვა. მორწმუნეების ნაწილი ეკლესიასთან მანქანით მივიდა და სწორედ ისინი აკურთხა პადრემ სათამაშო თოფით. #news #პადრე #მრევლი #ნაკურთხიწყალი #tbilisidaily #dailynews Detroit