კელი დეგნანის თქმით, სწავლება „ღისეული პარტნიორი“ მკაფიო გზავნილია ყველა აგრესორის შეკავებისთვის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრო საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის რიგით მეხუთე სწავლების დახურვის ცერემონიას. მისი თქმით, სწავლება მკაფიო დასტურია, იმისა, რომ შესაძლებელია კოვიდპანდემიის პირობებში უსაფრთხოდ ჩატარდეს მსგავსი ტიპის მრავალეროვნული სწავლება. „ეს სწავლება ემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ძალების თავსებადობის განვითარებას, ის წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს სწავლების ორგანიზების შესაძლებლობა პანდემის პირობებში და წარმოადგენს შეკავების მკაფიო გზავნილს ყველა აგრესორისთვის. სწავლება ძალიან წარმატებული იყო“,- განაცხადა კელი დეგნანმა. მან კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და სწვალების ორგანიზატორებმა შეძლეს კორონაპანდემიის პირობებში სამხედროების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“. რიგით მეხუთე სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნები, რომლის დევიზი იყო: „ძალა პარტნიორობაშია“, 7-18 სექტემბერს მიმდინარეობდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. სწავლების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში. ასევე ნახეთ: სოხუმში „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლების გამო ცხინვალში ე.წ. თავდაცვის ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს გიორგი გახარია: „ღირსეული პარტნიორობა 2020“ საქართველოს მშვიდობის გარანტია" სალომე ზურაბიშვილი: ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია   https://www.radiotavisupleba.ge/a/30845531.html #ახალი_ამბები #twitter