ბენკსის ახალი ნამუშევარი მედიკოსებს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142967
"იდუმალმა ბენკსიმ", არტისტმა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ხატავს, სწორედ ასე უწოდებენ მას მსოფლიოში, ახალი ნამუშევარი საუთჰემპტონის საავადმყოფოში დახატა.
ნახატზე ბავშვია გამოსახული, რომელიც ყველა ბავშვისთვის საყვარელი სუპერგმირების ნაცვლად, მედდის სათამაშოთი თამაშობს. აღნიშნულ ნახატსა და ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნახატი შავ-თეთრია ის საავადმყოფოს ფოიეში, მიმღებ განყოფილებასთან ახლოსაა შესრულებული.
ნამუშევარზე ასახული სათამაშო მედდის პირბადეს და მოსასხამს ატარებს, გეულზე კი წითელი ჯვრის სიმბოლო აქვს, რაც ერთადერთი ფერადი დეტალია ამ ნამუშევარში.
არტისტმა სტენსილთან მინაწერიც დატოვა – “მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნახატი შავ-თეთრია, ამ ადგილს გაახალისებს”.
ნახატი საუთჰემპტონის საავადმყოფოში შემოდგომამდე დარჩება შემდეგ კი აუქციონის წესით გაიყიდება, თანხა კი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სერვისს მოხმარდება.