ლაითურში მასწავლებელსა და მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდგინდათ
Tbilisi Daily
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში სკოლის ერთ პედაგოგსა და რამდენიმე მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. დღეიდან სწავლება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედიაშვილმა დაადასტურა.
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივმა სამსახურმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ ღეიდან სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადაგვეყვანა. დღეს დილიდან დადგინდა ინფიცირებულების ყველა კონტაქტი. დილის 10:00 საათიდან გაიტესტა ყველა მოსწავლე და სავარაუდო კონტაქტები", — განაცხადა ლელა იმედაიშვილმა.