აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

19 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 199 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია40, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება9 პირი. ქვეყნის მასშტაბით, 1 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 31. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 085 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 107 პირი, აჭარაში - 620.