მთავრობამ აცნობა WIZZ AIR-ს, რომ არჩევნებამდე საფრანგეთსა და გერმანიაში ვერ იფრენს - კანდელაკი
Pirveliradio Ge
მთავრობამ აცნობა WIZZ AIR-ს, რომ არჩევნებამდე საფრანგეთსა და გერმანიაში ვერ იფრენს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ არაოფიციალურად აცნობა ავიაკომპანია WIZZ AIR-ს, რომ კომპანია არჩევნებამდე საფრანგეთსა და გერმანიაში ვერ იფრენს.
კანდელაკის თქმით, WIZZ AIR-ის მსგავსად საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ავიაკომპანია ეარ ბალტიკ-ს თბილისი-რიგის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირის დამტკიცებაზე.
„ეკონომიკის სამინისტრომ არაოფიციალურად აცნობა ავიაკომპანია WIZZ AIR-ს, რომელიც ჩვენი ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი ვერ იფრენს არჩევნებამდე საფრანგეთსა და გერმანიაში. ამავდროულად, არ აძლევენ ავიაკომპანიას ბალტიისპირეთში მოგზაურობის დასტურს. მავნებლური და ეკონომიკისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ პოლიტიკით და არჩევნებით. მთავრობა ამ გადაწყვეტილებით შიმშილობისთვის წირავს ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს ასევე გამაჩნია ინფორმაცია, რომ ლატვიურ ავიაკომპანიას ეარ ბალტიკ-ს სურს თბილისი-რიგის მიმარტულებაზე კვირაში სამი სიხშირის დამტკიცება, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო უმტკიცებს მხოლოდ ერთ სიმტკიცეს, რის გამოც ლატვიის ელჩი უკმაყოფილების გამოსახატავად იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა კანდელაკმა.