აჭარაში ინფიცირების 14 ახალი კერა გამოჩნდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გასულ დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამოჩნდა 14 ახალი კერა, სადაც ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ფართო გავრცელებაზე მიანიშნებს.
15 შემთხვევის წყარო კი ამ ეტაპზე უცნობია.
რუსუდან შავიშვილის განცხადებით ინფიცირებულებს შორის არიან სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, კლინიკის და ასევე სხვა დაწესებულებების თანამშრომლები.
''4 იმპორტირებული შემთხვევაა,რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდასტურდათ.4 ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებულია, 4 ''ხოფის ბაზრობას'', ორი ''ნოვას'', ორი ელიტ ელექტრონიქსს, ერთი შემთხვევაში კი ინფიცირებულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.10 უკვე არსებულ კალსტერებთანდაკავშირებულია და ეს ოჯახური კონტაქტებია.
14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ გვიჩვენა ფართოგავრცელების დიაპაზონი გვიჩვენა.
15 გახლავთ უცნობი შემთხვევაა, მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულებები. კვლევები ჯერ არ არის დასრულებული. ეს არის ის მონაცემები რაც ამ დროისთვის გვაქვს'' - განაცხადა შავიშვილმა.