შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

Gori Daily

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 469 თბილისიდანაა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა, დაახლოებით, 70-ია. დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში ვირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #შიდაქართლი #goridaily