ფლორიდაში მონადირეებმა 6-მეტრიანი პითონი იპოვეს
Tbilisi Daily
ფლორიდაში ორმა მონადირემ ყველაზე გრძელი, თითქმის 6 მეტრის სიგრძის ბირმული პითონი იპოვა.
მონადირეებმა, რომლებიც სამხრეთ ფლორიდის რაიონში წყლის მართვის, თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიაში მუშაობენ, მდინარიდან გვიან ღამით უზარმაზარი პითონი ამოიყვანეს. შტატში ამ სიგრძის გველი არასდროს უნახავთ.
"შუა ღამით ჩვენ ეს გველი ღრმა წყლიდან ამოვიყვანეთ, ამ ზომის გველი არასდროს მინახავს, ხელები მიკანკალებდა, როდესაც მას ვუახლოვდებოდი", - განაცხადა ერთ-ერთმა მონადირემ.