ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები
Tbilisi Daily
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ერთმანეთს „ჯიპის“ და „მერსედესის“ ტიპის
ავტომობილები შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია სამი პირი, მათგან ერთი, თავის ტრავმით გადაყვანილია კლინიკაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.