მზად ვარ წავიდე იქ, სადაც ყველაზე რთული საბრძოლოა - ვაშაზე მაჟორიტარულ ოლქებზე
Pirveliradio Ge
მზად ვარ წავიდე იქ, სადაც ყველაზე რთული საბრძოლოა - ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძე TV პირველთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება ადეკვატური პოზიციაა და დანარჩენ პარტიებს შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდებათ.
"უახლოეს დღეებში შევიკრიბებით ალბათ და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში კანდიდატების სახელების დონეზეც შეგვიძლია ჩამოვყალიბდეთ. მე არ გამოვრიცხავ არც ვაკეს, არც სხვა რაიონს, იყო გარკვეული მსჯელობები. მე მზად ვარ წავიდე იქ, სადაც ყველაზე რთული საბრძოლოა", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144980