თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, სამინისტრომ ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა. აქამდე საქმეს ბაჩალიაშვილის ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა. თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. https://www.radiotavisupleba.ge/a/30755643.html #ახალი_ამბები #twitter