ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილასექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის ჩხრეკა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით ის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. აჭარის მაუწყებელი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დასადასტურებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში განმარტეს, რომ ადგილზე მიმდინარეობდა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ღონისძიება დასაქმეზე დაწყებულია გამოძიება.