ავღანეთში თავდასხმას უსაფრთხოების სამსახურის 6 თანამშრომელი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში მდებარე სამხედედრო ბაზაზე მოძრაობა „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას უსაფრთხოების სამსახურის 6 თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tolo News ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეტაკებისას დაიღუპა „თალიბანის“ 4 მებრძოლიც. გაცნობებთ, ბოლო პერიოდის განმავლობაშო "თალიბანის" დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმები კვლავ გახშირდა. თებერვალში, შეერთებული შტატებისადა სხვა უცხოელი პარტნიორების შუამდგომლობით, თალიბანისა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. მოლაპარაკებები ორივე მხარის სამხედროების გათავისუფლებას ითვალსიწინებს, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევას.