კიევში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
Tbilisi Daily
უკრაინაში, ქალაქ კიევში, გრიგორენკოს გამზირზე ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
აფეთქება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. განადგურებულია სახლის 4,5,6 და 7 სართულები.
შემთხვევის ადგილზე 46 მაშველი და ცხრა ერთეული ტექნიკა მუშაობს.
ამ დროისათვის, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.