ევროპის კავშირის სამიტზე უკრაინის თემას განიხილავენ, ასევე ბოსნიისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას ადასტურებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრების სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა, წლის ბოლო სამიტი, რომელზეც უკრაინისთვის პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გარშემო და იმაზე იმსჯელებენ, როგორ აღდგეს ომით გაჩანაგებული ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დაგეგმილი იყო ვიდეო-ხიდის საშუალებით სამიტის მონაწილეებისადმი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. ევროკავშირის ლიდერები ბოსნიასა და ჰერცეგოვინას 15 დეკემებრის სამიტზე ანიჭებენ ბლოკის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსს. ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის და მოლდოვის შესახებ მოსალოდნელია ივნისში.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32178472.html

Source: radiotavisupleba.ge