მერაბიშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142227
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ვანო მერაბიშვილის თქმით, მსგავსი დავალება გაცემული არ ყოფილა.
“თუ ვინმე დაზარალდება ასეთი დოკუმენტებით პირველი, ის, ვინც ეს გააკეთა და გამოვიდა, რომ თითქოს ეს ჩვენ გავაკეთეთ. დაზარალდება ის, ვინც ამას გამოაქვეყნებს. როგორც მინიმუმ, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დროს ასეთი კადრები არ გამოქვეყნებულა. პირადად მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ არ უნდა გაკეთებულიყო. ასეთი დავალება არ ყოფილა გაცემული. უფრო მეტიც, ამას არ ჰქონდა არანაირი ეფექტი. მე რომ მცოდნოდა ამის არსებობის შესახებ, პირველი რასაც ვიზამდი, გავანადგურებდი ამ კადრებს,”-განაცხადა მერაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.