24 მაისს მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ

Tbilisi Daily

უკვე 2 თვეა, ბათუმის ორთა-ჯამეს მეჩეთში, ისევე როგორც აჭარაშიმდებარე სხვა სალოცავებში, ლოცვა დროებით შეჩერებულია. ორ დღეში საგანგებო მდგომარეობა სრულდება, 24 მაისს კი მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ისევ სახლებში ილოცებენ თუ მეჩეთებში შეიკრიბებიან - როგორ აპირებენ მუსლიმები ერთ-ერთი მნიშვნელივანი დღის აღნიშვნას აჭარაში - გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სრულიად საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე ვარაუდობს, რომ ლოცვა შედგება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მეჩეთში ლოცვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 19 მარტს მიიღო.