გორის სამხედრო ჰოსპიტალს სადენზინფექციო და ტექნიკური საშუალებები გადაეცა

Gori Daily

ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სადეზინფექციო საშუალებები და სატელეკონფერენციო აპარატურა უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული დახმარება, მსოფლიოში კორონა ვირუსის პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევებთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელდა. შეგახსენებთ გორის სამხედტო ჰოსპიტალი ერთ-ერთია იმ სამედიცინო დაწესებულებათა შორის სადაც ახალი კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა მკურნალობა მიმდინარეობს. #კორონავირუსი #დახმარება #გორი goridaily