ჯანმო-ს იტალიის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთქმულებაში ადანაშაულებენ

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას იტალიის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთქმულებაში ადანაშაულებენ. The Guardian- ის ცნობით, ორგანიზაციამ ვებგვერდიდან წაშალა მოხსენება, რომელიც იტალიის ხელისუფლებას, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, დაუდევრობასა და გაუფრთხილებლობაში ამხელდა. 102 გვერდიანი დოკუმენტი, სახელწოდებით „უპრეცედენტო გამოწვევა: იტალიის პირველი პასუხი COVID-19-ზე", მიზნად ისახავდა პანდემიის წინააღმდეგ სხვა ქვეყნების ხელისუფლებების ძალისხმევის მობილიზებას. დოკუმენტი ჯანმო-ს წარმომადგენელმა ფრანჩესკო ზამბონმა და მისმა 10-მა ევროპელმა კოლეგამ შეადგინეს. დოკუმენტი ჯანმო-ს ვებგვერდზე 13 მაისს გამოჩნდა და მეორე დღესვე წაიშალა. დოკუმენტი ასევე ამტკიცებდა, რომ იტალიას პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო გეგმა 2006 წლის შემდეგ არ განუახლებია და მოუმზადებლობის გამო, ქვეყანა პანდემიას ქაოტურად შეხვდა. გამოცემის ცნობით, დოკუმენტი სავარაუდოდ ჯანმო-ს სტრატეგიული ინიციატივების გენერალური დირექტორის თანაშემწის, რანიერი გუერას მოთხოვნით წაიშალა.