ბჟანიამ ე.წ სახელმწიფო კომიტეტის სამი თავჯდომარე დანიშნა
Sokhumi Daily
აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა სამი ე.წ სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი დანიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას "სახელმწიფო მეთაურის" პრესსამსახური ავრცელებს.
ე.წ პრეზიდენტის ბრძანების თანახმად:
კამა გოგია დაინიშნა აფხაზეთის სტატისტიკის ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ.
საველი ჭითანავა - აფხაზეთის ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო ბესლან ხალვაში - აფხაზეთის მასობრივი კომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ამრიგად, ე.წ სახელმწიფო კომიტეტების ორმა თავმჯდომარემ შეინარჩუნა თანამდებობები. საველი ჭითანავა პირველად 2014 წელს დაინიშნა კომიტეტის ხელმძღვანელად. ბესლან ხალვაში კი პირველად ხელმძღვანელობს "სახელმწიფო" კომიტეტს.
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#ხელმძღვანელი
#SokhumiDaily