ისრაელის პრემიერი - ნეთანიაჰუ - გაემიჯნა თავისი ვაჟის ნათქვამს კორუფციის საქმეზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაემიჯნა თავისი შვილის მხრიდან კორუფციის საქმისთვის პასუხისმგებელ მოხელეებზე სიტყვიერ თავდასხმას, იტყობინება dpa.
იაირ ნეთანიაჰუმ რადიოინტერვიუში მოწოდება გამოთქვა, რომ პროკურატურის და პოლიციის მოხელეები უნდა გასამართლდნენ სახელმწიფო ღალატისთვის.
„ჩემი ვაჟი, იაირი მიყვარს, ის დამოუკიდებელი ადამიანია თავისი საკუთარი მოსაზრებებით,“- დაწერა ნეთანიაჰუმ 26 დეკემბერს ტვიტერზე. „ყველას აქვს კრიტიკის უფლება, მაგრამ გუშინ გამოქვეყნებულ მის გამონათქვამებს არ ვეთანხმები.“
იაირ ნეთანიაჰუმ 23 დეკემბრის ინტერვიუში განაცხადა „ბოროტგანზრახულ პოლიტიკურ გადატრიალებაზე.“
პროკურორმა და პოლიციამ იცოდნენ, რომ „ისინი უდანაშაულო ადამიანს, რომელიც შემთხვევით ისრაელის ხალხის მიერ პრემიერ-მინისტრია, მახეში იტყუებდნენ“. ამგვარად ისინი "დემოკრატიული არჩევნებს უგულებელყოფდნენ“. „ამას ღალატი ჰქვია“ - დასძინა იაირ ნეთანიაჰუმ. „ ყველას ვურჩევ, ჩაიხედოს კანონში და ნახოს, რა სასჯელია გათვალისწინებული ღალატისთვის. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს არ არის თავისუფლების აღკვეთა“.
ისრაელის მედია ამ სიტყვებს მიიჩნევს განმარტავს, როგორც სახელმწიფო ღალატისთვის სასიკვდილო სასჯელზე მინიშნებას.
იაირ ნეთანიაჰუ არ არის ოფიციალურ თანამდებობაზე, მაგრამ ითვლება მამის - ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მრჩევლად.
ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ 2020 წლიდან საქმეა აღძრული კორუფციის სფეროში, რომელიც შეიცავს ბრალდებებს თაღლითობაში, ნდობის ბოროტად გამოყენებასა და მექრთამეობაში.
ნეთანიაჰუ ამ ბრალდებებს უარყოფს და მისი დევნა „კუდიანებზე ნადირობას“ წარმოადგენს. 1 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუმ შექმნა მემარჯვენე რელიგიური კოალიცია.
თელ-ავივიდან dpa-ს კორესპონდენტი იტყობინება, რომ ახალი მთავრობა გეგმავს კანონების შეცვლას და ბევრის აზრით, სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დასუსტებას, რასაც, ექსპერტების აზრით, ნეთანიაჰუს მიმართ წაყენებული ბრალდებების გაუქმება მოჰყვება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32193992.html
Source: radiotavisupleba.ge