მიკროავტობუსები გადასახადებისგან გათავისუფლდებიდან

Batumi Daily

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსების კომპანიებს გადასახადებისგან გაათავისუფლებს. ეს ცვლილება გავრცელდება ყველა კომპანიაზე, რომელმაც ნებართვა ბათუმის მერიისგან აიღო. თვეში ჯამში ექვსი კომპანია 15 000 ლარს დაზოგავს. შეღავათი იმოქმედებს მანამ, სანამ მგზავრთა გადაადგილების შეზღუდვა არ გაუქმდება და ჩვეული მიმოსვა არ აღდგება. სამარშრუტო მიკროავტობუსებს, ისევე როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეობებს, ჯერ-ჯერობით მგზავრთა გადაყვანა აკრძალული აქვთ. 27 აპრილამდე ქვეყანაში მანქანით გადაადგილებაც აკრძალული იყო, თუმცა ახლა საკუთარი ავტომობილის გამოყენება დაშვებულია. სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა, მართალია, კორონავირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, თუმცა მოსახლეობას პრობლეემბი შეუქმნა. ვისაც მანქანა არ აქვს, გადაადგილება გაურთულდა. #მიკროავტობუსები #მერია #კომპანიები #batumidialy