22 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი

Tbilisi Daily

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა ელჭექით შენარჩუნდება, ზოგან - ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.