კორონავირუსისგან 80 წლის ქალი განიკურნა
Tbilisi Daily
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან განიკურნა 80 წლის ქალი, რომელიც 18 დღის წინ კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს.
რატიანის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტი იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სახეზე იყო ფილტვის, გულისა და თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი.
მისივე თქმით, პროტოკოლის მიხედვით ორჯერადად ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა უარყოფითი პასუხი.
,,დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ, ორშაბათისათვის გაეწერება კლინიკიდან,” - აღნიშნა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#კლინიკა
#tbilisidaily