გამტაცებელს მძევლებთან ერთად გაჰყვა სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გამტაცებელს, რომელსაც „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი, სავარაუდოდ, მოთხოვნილი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ გადასცა. სწორედ, გალდავა გაჰყვა ორ მძევალთან ერთად გამტაცებელს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ამ საკითხზე არ ლაპარაკობენ.  რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. „უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ“, - აღნიშნავს კვარაცხელია. „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია. https://www.radiotavisupleba.ge/a/30905677.html #ახალი_ამბები #twitter