ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვა პირდაპირი ეთერით გადაიცა
Tbilisi Daily
ჰიუსტონის Fountain of Praise-ის ეკლესიაში გამოთხოვების ცერემონიის შემდეგ, ჯორჯ ფლოიდის ცხედარი ტეხასშივე, ჰიუსტონის მეზობლად მდებარე ქალაქ პირლენდში გადაასვენეს და Houston Memorial Gardens ის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.
ეკლესიაში ჩატარებული ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მას მხოლოდ ჯორჯ ფლოიდის ნათესავები, მეგობრები და მიწვეული პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და რასიზმის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა ნათესავები ესწრებოდნენ.
ჯორჯფლოიდი დაკრძალვა
tbilisidaily