ისრაელ-ლიბანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობა - „ჰეზბოლასთან“ მორიგი დაპირისპირების საფრთხე
Interworld
ლიბანის პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ კვირას, 30 აგვისტოს განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის ყოველი მებრძოლის ლიკვიდაციის საპასუხოდ, ისინი 1 ებრაელ ჯარისკაცს მოკლავენ მხარეთა შორის „ტოლობის ნიშნის (ბალანსი) დასასმელად“. დამატებით ნასრალამ ხაზი გაუსვა, რომ მათ მიზანს ლიბან-ისრაელის საზღვარზე აქტიური კონფლიქტის წარმოშობა არ წარმოადგენს.
„ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, ოფიციალურ თელ-ავივს უნდა ესმოდეს, რომ 1 მოკლული მოჯაჰედის საპასუხოდ, პრო-ირანული ორგანიზაცია ასევე 1 ებრაელი სამხედროს ლიკვიდაციას განახორციელებს, მაგრამ ისინი ისრაელთან საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმას არ გეგმავენ.
ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ შორის ომი 2006 წელს მოხდა.
გასული კვირის დასაწყისში ისრაელის სამხედრო ძალებმა „ჰეზბოლას“ სამეთვალყურეო პოსტებზე მას შემდეგ მიიტანეს იერიში, რაც ქვეყნებს შორის არსებულ სასაზღვრო ზოლზე, (25 აგვისტოს) ებრაელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლის გაიხსნა. მომხდარი ინციდენტის დროს არცერთი მხრიდან დაფიქსირებულა მსხვერპლი.
ისრაელის თავდაცვის ძალებში 26 აგვისტოს განაცხადეს, რომ მათ მიერ კუთვნილმა სამხედრო თვითმფრინავებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს ლიბანის სამხრეთ ნაწილში (სასაზღვრო ზოლზე) მდებარე „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო პუნქტებზე.
მანამდე, 20 ივლისს, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე შეტევები განახორციელეს, რასაც „ჰეზბოლას“ 1 წევრის სიცოცხლეს ემსხვერპლა და აღნიშნულის გამო შიიტური ორგანიზაცია საპასუხო მოქმედებას გეგმავდა.
გასულ კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიბანის ტერიტორიიდან მომდინარე ნებისმიერ საფრთხეს შესაბამის პასუხს გასცემენ.
მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სირიის დედაქალაქ დამასკოში „ჰეზბოლას“ 2 წევრი დაიღუპა, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან ნასრალამ პირობა დადო, რომ პრო-ირანული ჯგუფი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა ოფიციალური თელ-ავივის მხრიდან გადადგმული მორიგი „პროვოკაციული ქმედების“ საპასუხოდ და რიგითი ებრაელი სამხედრო მათი პირდაპირი სამიზნე გახდებოდა.
ზოგადად ისრაელი და ლიბანი ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების პირობებში იმყოფებიან და გაეროს შესაბამის ძალებს (UNIFIL) ცეცხლის შეწყვეტის პროცესზე აქტიური მონიტორინგი და სასაზღვრო პატრულირების განხორციელება ევალებათ.
ოფიციალური თელ-ავივი ლიბანის პრო-ირანულ ორგანიზაციას, საზღვრის გასწვრივ დიდი ოდენობით შეიარაღების მობილიზებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ სავარაუდოდ ომისთვის ემზადება. გამყოფ ხაზთან არსებულმა ბოლოდროინდელმა დაძაბულობამ ისრაელთან შესაძლოა უფრო მასშტაბური კონფლიქტი გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების საპირწონედ, „ჰეზბოლას“ რესურსი შედარებით შეზღუდულია და მათი ყოველი მომდევნო ნაბიჯი კარგად გათვლილი და გააზრებული უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელს ექნება შესაბამისი გარემო მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.
აქვე ხაზგასასმელია, რომ პრო-ირანული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ სირიის ტერიტორიაზეც ოპერირებს და ამ სახელმწიფოს პრეზიდენტის, ბაშარ ასადის აქტიური მხარდამჭერია (ისევე როგორც ირანი).
ბოლო თვეების მანძილზე, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე შეტევები გააძლიერეს, რაც დასავლური სადაზვერვო წყაროების თქმით, ე.წ. ჩრდილოვან ომს უტოლდება, რომელიც რა თქმა უნდა ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ნებადართულია, რეგიონში ირანის მზარდი სამხედრო ძალის შესასუსტებლად, ყოველგვარი ღია, პირდაპირი კონფრონტაციის გვერდის ავლით.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Israel #Lebanon #Hezbollah #Iran #Syria #border #clash #conflict #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა