ბელარუსში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

Tbilisi Daily

ბელარუსში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დღეს მინსკში გამართულ საპროტესტო აქციაზე 2 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ბელარუსში საპროტესტო აქცია 9 აგვისტოს დაიწყო. მოსახლოება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.