აჭარაში სტაბილიზაცია შეინიშნება - ჯანდაცვის მინისტრი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეკატერინე ტიკარაძისთქმით, აჭარაშისტაბილიზაცია შეინიშნება.
'' აჭარაში სტაბილიზაციაკვლავ შეინიშნება დარეგიონშიდღეს 189 ინფიცირებულია. რეკორდული მაჩვენებელიდაფიქსირდა დედაქალაქში და არის297 ახალი შემთხვევა. კვლავკონტროლირებადი რჩება იმერეთი და 150 ინფიცირებულია.
დღეისმდგომარეობით საწოლების მობილიზიების კუთხით კვლავ აქტიურად ვმუშაობთ და ამ ეტაპისთვის თავისუფალი საწოლები არის, თუმცა ეტაპობრივად კიდევ ჩაერთვებიან დამატებით კლინიკები და მობილიზებული იქნებასაჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი. წარმატებულად მუშაობსოჯახის ექიმების კონსულტაცია და ასევე კოვიდსასტუმროები. აქტიური პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს ბინაზე და სასტუმროებში. კლინიკაში ამ ეტაპზე 2200 პაციენტია'' - განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულების მატება არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს, რადგან პარალელურად ხდება პაციენტების გამოჯანმრთელება.
'ჩვენ ჯამში გვაქვს მობილიზებული 3500 საწოლი ამ ეტაპზე და 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. პაციენტები არიან ასევე სატრიაჟის სივრცეში, რომლებიც ან ელდოებიან კოვიდის პასუხს ან ექიმის დამატებით ჩარევას, იმისთვის, რომ საავადმყოფოში მათი გადანაწილება მოხდეს'- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.