ვის ენიჭება უპირატესობა უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ რეისებზე — მინისტრის განმარტება
On.ge
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად გარკვეული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ და უპირატესობას სხვადასხვა პირებს ანიჭებენ. კერძოდ:
ვისაც ჰქონდა ნაყიდი ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთები და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს დაბრუნება;
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირებს;
ორსულებს;
ხანდაზმულებს;
ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით;
სტუდენტებს, რომლებსაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება;
პირებს, რომლებიც დარჩნენ თავშესაფრისა და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე;
პირებს, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით აპირებდნენ დაბრუნებას და საზღვრების დაკეტვის გამო ვერ შეძლეს.
#news
#politics
#coronavirus
https://on.ge/story/54053-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90