ზურა ჯაფარიძემ დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად პარლამენტს მიმართა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით საქართველოს პარლამენტს ცოტა ხნის წინ ინდივიდუალური განცხადებით მიმართა.
მისგან განსხვავებით, გაყოფილი „გირჩის“ სხვა ლიდერები იაგო ხვიჩა, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი დეპუტატის სტატუსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. ისინი ამბობენ, რომ ამას გააკეთებენ მანამდე, სანამ მოლაპარაკებების შედეგით დასრულებისა და პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლის შანსი არსებობს.
ამ დროის მონაცემებით დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით განცხადება 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა დაწერა. დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ 3, „მოქალაქის“ 2 და პატრიოტთა ალიანსის 4 დეპუტატს. დანარჩენი 5 პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს, მათგან "ლეიბორისტულმა პარტიამ" რამდენიმე დღის წინ, ხოლო „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ენმ-ძალა ერთობაშიამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ 16 დეკემბერს.
მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31005809.html
#ახალი_ამბები
#twitter