მინისტრის განცხადებით, კოვიდპაციენტებთან სასწრაფოს 2-3 საათით დაყოვნება „ნორმალურია“
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მომსახურება გეგმიური პროცესია და სასწრაფო დახმარების 2-3 საათით დაყოვნება, პანდემიის პერიოდში, ნორმალურია.
„ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნერვოლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა“, - აცხადებს ტიკარაძე და განაგრძობს: „ამ პერიოდში ჩვენი ექიმები საჭიროებენ თავიანთი აღჭურვილობის გამოცვლას, ისინი მუშაობენ სრული დატვირთულობით და აქედან გამომდინარე ეს პრეტენზიაც სასწრაფო დახმარების მიმართ არის არაკორექტული“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30904528.html
#ახალი_ამბები
#twitter