ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს

Tbilisi Daily

,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, უზრუნველყოს მედპერსონალის ტრანსპორტირება. მისი თქმით, არსებობს უამრავი დაბალშემოსავლიანი ექიმი თუ ექთანი, რომელთაც ტაქსის საფასურის გადახდის ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. ჭიაბერაშვილის შეფასებით, საავადმყოფოები ისედაც კრიზისში არიან და ეს ხარჯი მათ არ უნდა დაეკისროს. ,,აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი: ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. #კორონავირუსი #მედპესონალი #ზურაბჭიაბერაშვილი #tbilisidaily